dmanisi.mun@dmanisi.gov.ge(0360) 22 24 64
დმანისის მუნიციპალიტეტი
იმპორტირებული სიახლეები

საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა ქვემო ქართლის გუბერნიაში

25 მარტი, 2017
იმპორტირებული სიახლეები

საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა ქვემო ქართლის გუბერნიაში

საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა ქვემო ქართლის გუბერნიაში
25 მარ 2017

24 მარტს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის ადმინისტრაციაში საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც ტრადიციისამებრ რეგიონის გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი უძღვებოდა.

სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხთა შორის იყო რეგიონული პროექტების მიმდინარეობის შეფასება. შეხვედრაზე მხარისა და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა დარგის სპეციალისტებთან ერთად იმსჯელეს აგრეთვე მყარი ნარჩენების მართვისა და მშენებლობის უსაფრთხოების პროცესებში არსებული ნორმების, რეგულაციებისა და სფეროში არსებული სიახლეების შესახებ.

დმანისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოგი ბარბაქაძემ, სხვადასხვა სფეროში დაგეგმილი და განსახორციელებელი მასშტაბური ღონისძიებების შესახებ ისაუბრა და კომპეტენციის ფარგლებში მუნიციპალიტეტების აქტიური ჩართულობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.