dmanisi.mun@dmanisi.gov.ge(0360) 22 24 64
დმანისის მუნიციპალიტეტი
იმპორტირებული სიახლეები

დმანისში საქველმოქმედო საღამო გაიმართა

27 მარტი, 2017
იმპორტირებული სიახლეები

დმანისში საქველმოქმედო საღამო გაიმართა

დმანისში საქველმოქმედო საღამო გაიმართა
27 მარ 2017

,,არასამთავრობო ორგანიზაცია ,,დმანისელების“ ინიციატივით 24 მარტს ააიპ დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დარბაზში, გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის სპეციალისტის შუქრი ჩხეტიანისთვის საქველმოქმედო საღამო გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ: ვაჟთა ანსამბლი „შგარიდა“, ფოლკლორული ანსამბლი „მართვე“ და მომღერალი გიორგი ნიკოლაძე.
არასამთავრობო ორგანიზაცია „დმანისელებმა“ მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელებს და დამსწრე საზოგადოებას. 
საქველმოქმედო საღამოზე შეგროვილი 4000 ლარი გადაეცა შუქრი ჩხეტიანს მკურნალობის კურსის ჩასატარებლად” ისაუბრა : განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსმა - ეკატერინე ოქრიაშვილმა.