dmanisi.mun@dmanisi.gov.ge(0360) 22 24 64
დმანისის მუნიციპალიტეტი
იმპორტირებული სიახლეები

სპორტული ფესტივალი

25 აპრილი, 2017
იმპორტირებული სიახლეები

სპორტული ფესტივალი

სპორტული ფესტივალი
25 აპრ 2017

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი“ ახორციელებს შემდეგ სპორტულ აქტივობებს: 
1.საბავშვო ქუჩის ფეხბურთის ფესტივალი
2. საბავშვო ქუჩის კალთბურთის ახალგაზრდული ფესტივალი
3.სპრინტი -60 მეტრზე
4. ჭადრაკი

მიმდინარე წლის 25 აპრილს ქ.დმანისში ჩატარდა მუნიციპალური შეხვედრა ჭადრაკში და სპრინტში.ჭადრაკის შეხვედრას მსაჯობდა ააიპ“ომარ მუმლაძის სახელობის სპორტული სკოლის ჭადრაკის წრის ხელმძღვანელი ომარ ჭელიძე. გოგონებს შორის გაიმარჯვა ანა დევნოზაშვილმა(ქ.დმანისის N1 საჯარო სკოლის მოსწავლე),ვაჟებს შორის კი ელვინ კოიუშოვმა მოიპოვეს.

გამარჯვებულებს გადაეცათ ჭადრაკის დაფა-ფიგურებით.
სპრინტში შეჯიბრი ქ.დმანისის სტადიონზე ჩატარდა. წარმატება მოიპოვეს გოგონებში მაიკო ჩვიმიანმა , ვაჟებში გიორგი გურჩიანმა. გამარჯვებულებს გადაეცათ თასები.

ჭადრაკისა და სპრინტის შეჯიბრებებში გამარჯვებულები მონაწილეობას მიიღებენ რეგიონულ ღონისძიებებში.