7 ივნისი, 2017
იმპორტირებული სიახლეებიგამგებლის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა
გამგებლის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა
07 ივნ 2017
მიმდინარე წლის 7 ივნისს დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა შემაჯამებელი პრეზენტაცია მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები ფიზიკური პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენის შესახებ.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ გამგებლის წარმომადგენლები და სპეციალისტები.
შეხვედრაზე ისაუბრეს განვლილი ერთი წლის პერიოდში შესრულებული სამუშაოების შესახებ, არსებულ პრობლემებზე და მათი გამოსწორების გზებზე.
დღეის მდგომარეობით დმანისის მუნიციპალიტში 8842 მოქალაქე სარგებლობს მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები ფიზიკური პირის სტატუსით.



