dmanisi.mun@dmanisi.gov.ge(0360) 22 24 64
დმანისის მუნიციპალიტეტი
იმპორტირებული სიახლეები

დმანისში გაიმართა ქვემო ქართლის ტრადიციული ღია პირველობა კიკბოქსინგში

26 ივნისი, 2017
იმპორტირებული სიახლეები

დმანისში გაიმართა ქვემო ქართლის ტრადიციული ღია პირველობა კიკბოქსინგში

დმანისში გაიმართა ქვემო ქართლის ტრადიციული ღია პირველობა კიკბოქსინგში
26 ივნ 2017

24-25 ივნისს, ააიპ ,,დმანისის ომარ მუმლაძის სახელობის სპორტული სკოლის“ და კლუბ „არწივი“-ს ინიციატივით, დმანისის კულტურისა და ახალგაზრდობის ცენტრის დარბაზში, კიკბოქსინგში ქვემო ქართლის ტრადიციული ღია პირველობა ჩატარდა.
ღონისძიებას დმანისის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები, კლუბ „არწივის“ დამფუძნებელი ლერი ავალიშვილი, სპორტსმენები და სხვა მიწვეული პირები დაესწრნენ. 
აღნიშნულ ტურნირში საპრიზო ადგილის მფლობელები რატი ოგნაძე, ლაშა მუსხელიშვილი, რავილ აბდურახმანოვი და გიორგი მარტიაშვილი გახდნენ. რატი ოგნაძემ ორი ბრძოლა გამართა და ორივეში ტექნიკური ნოკაუტით იმარჯვა. ორი ბრძოლა მოიგო ასევე ლაშა მუსხელიშვილმაც. სამიდან სამივე შეხვედრაში იმარჯვა რავილ აბდურახმანოვმა. გიორგი მარტიაშვილმა სამივე ბრძოლიდან სამივე ტექნიკური ნოკაუტით მოიგო. 
მეორე ადგილი სოსო ოგნაძემ და საბა მარტიაშვილმა დაიკავეს. 
კიკბოსქსინგში ქვემო ქართლის ტრადიციულ ღია პირველობას მხარდაჭერას დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობა, გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური“, ააიპ ,,დმანისის ომარ მუმლაძის სახელობის სპორტული სკოლა“, ააიპ ,,დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრი“, ასევე ფარმაცევტული კომპანიები „პსპ ჯფუფი“ და „პსპ ფარმა“ უწევდნენ.