dmanisi.mun@dmanisi.gov.ge(0360) 22 24 64
დმანისის მუნიციპალიტეტი
იმპორტირებული სიახლეები

„გენდერული თანასწორობის და ქალთა მიმართ ძალადობის საკითხები ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის“

29 ივნისი, 2017

29 ივნ 2017

27-28 ივნისს, ტრენინგი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებისთვის სასტუმრო „ლოპოტა სპა რეზორტში“ გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN WOMEN) ფინანსური მხარდაჭერით, სსიპ საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრისა და არასამთავრობო ორგანიზაცია-ქალთა საინფორმაციო ცენტრთან თანამშრომლობით, ჩატარდა.

გასვლითი სასესიო შეხვედრა თემაზე: „გენდერული თანასწორობის და ქალთა მიმართ ძალადობის საკითხები ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის“, ესწრებოდნენ მაღალი რანგის თანამდებობის პირები, შესაბამისი მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები და გამგებლის თანაშემწეები გენდერულ საკითხებში.

ტრენინგის ბოლოს ყველა მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატები მასზედ, რომ მათ წარმატებით გაიარეს სასწავლო კურსი: ,,გენდერული თანასწორობის და ქალთა მიმართ ძალადობის საკითხები ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის".