dmanisi.mun@dmanisi.gov.ge(0360) 22 24 64
დმანისის მუნიციპალიტეტი
იმპორტირებული სიახლეები

საესტრადო სტუდიამ ,,მიქსი“ კონცერტი გამართა

1 ივლისი, 2017
იმპორტირებული სიახლეები

საესტრადო სტუდიამ ,,მიქსი“ კონცერტი გამართა

საესტრადო სტუდიამ ,,მიქსი“ კონცერტი გამართა
01 ივლ 2017

მიმდინარე წლის 30 ივნისს ააიპ ,,დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის” საესტრადო სტუდია ახალი სახელწოდებით „მიქსი“ წარსდგა მაყურებლის წინაშე და ერთი ლამაზი საღამო აჩუქა მათ.

სცენაზე ერთმანეთს ენაცვლებოდნენ სხვადასხვა ასაკის შემსრულებლები, რომლებმაც ჟანრობრივი მრავალფეროვნებით  მოიწონეს თავი. კონცერტში სტუდიის აღსაზრდელებთან ერთად მონაწილეობა მიიღო სტუდიის ხელმძღვანელმა მარიამ ქოჩორაძემ.  საღამოს სიურპრიზების გარეშე არ ჩაუვლია. სტუდიის აღსაზრდელმა გოგა მურჯიკნელმა  სტუდიის ხელმძღვანელის  მარიამ ქოჩორაძისა და მუსიკალური გამფორმებლის ვასილ დაუთაშვილისაგან საჩუქრად მიიღო გიტარა. .,,თავისი ხელმძღვანელობის მოკლე დროში მარიამ ქოჩორაძემ თავისი აღსაზრდელების დიდი სიყვარული დაიმსახურა და საკმაოდ კარგ შედეგსაც მიაღწია.   დიდი მადლობა მარიამ ქოჩარაძეს , ააიპ ,,კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დირექტორს  - ქეთევან ჩხეტიანს და სამხატვრო ხელმძღვანელს - ზოია ბერუაშვილს ამ უჩვეულო საღამოსთვის’’ - ისაუბრა დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსმა ეკატერინე ოქრიაშვილმა.