7 ივლისი, 2017
იმპორტირებული სიახლეებიქალთა ოთახის ორგანიზებით ძალადობის საკითხებზე დმანისში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
ქალთა ოთახის ორგანიზებით ძალადობის საკითხებზე დმანისში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
07 ივლ 2017
დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ქალთა ოთახის ორგანიზებით სოფლად მცხოვრებ ქალბატონებთან საინფორმაციო სახის შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრა მიზნად ისახავდა ქალთა მიმართ ძლადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ 2017 წლის 4 მაისს N761 ბრძანების გაცნობას.
შეხვედრას უძღვებოდნენ დმანისის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ – გამომძიებელი, პოლიციის კაპიტანი ინგა მილდიანი და უბნის ინსპექტორ – გამომძიებელი მაკა ჩხეტიანი.




