17 ივლისი, 2017
იმპორტირებული სიახლეებიდმანისის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები ,,RMG" -ის გარემოსდაცვით პრეზენტაციას ესწრებოდნენ
დმანისის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები ,,RMG" -ის გარემოსდაცვით პრეზენტაციას ესწრებოდნენ
17 ივლ 2017
მიმდინარე წლის 17 ივლისს კომპანია ,,RMG'' - იმ გარემოსდაცვითი პროგრამის პრეზენტაცია გამართა.
პრეზენტაცია სასტუმრო ,,Rooms" -ში 12:00 საათზე დაიწყო, რომელსაც გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე, ქვემო ქართლის გუბერნატორი, ბოლნისისა და დმანისის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, გარემოს ეროვნული სააგენტოს, ეროვნული სატყეო სააგენტოსა და გარემოსდაცვით თემებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
როგორც ,,RMG''-ის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, „Golder Associates”-ის მიერ გაწეული სამუშაოს შედეგად შემუშავდა კონკრეტული გარემოსდაცვითი პროგრამა, რომლის განხორციელება კომპანია ,,RMG" -ის პრიორიტეტია.





