dmanisi.mun@dmanisi.gov.ge(0360) 22 24 64
დმანისის მუნიციპალიტეტი
იმპორტირებული სიახლეები

,,დმანისობა“ - მეგობრობის, ტოლერანტობის დღე

21 ივლისი, 2017
იმპორტირებული სიახლეები

,,დმანისობა“ - მეგობრობის, ტოლერანტობის დღე

,,დმანისობა“ - მეგობრობის, ტოლერანტობის დღე
21 ივლ 2017

26 ივლისს 12:00 საათზე დმანისის მუნიციპალიტეტში, პანტიანის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება სახალხო დღესასწაული ,,დმანისობა“ - მეგობრობის, ტოლერანტობის დღე.

ღონისძიებაზე მონაწილეობას მიიღებენ  დმანისის მუნიციპალიტეტის ააიპ ,,კულტურისა და ხელოვნების ცენტრის“ შემოქმედებითი კოლექტივები და ბავშვთა სტუდიები.

სცენაზე ვიხილავთ ასევე სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლების მიერ შესრულებულ ტრადიციულ და თანამედროვე რეპერტუარს.

მოეწყობა ააიპ ,,კულტურისა და ხელოვნების ცენტრის“ ხატვისა და ხალხური რეწვის სტუდიის ბავშვთა ნამუშევრების და ეთნოგრაფიული გამოფენა.

პარარელურ რეჟიმში ჩატარდება სპორტული ღონისძიებები:

დოღი, კლავჭიდი, კროსი, მძლეოსნობა.

გამარჯვებულებს გადაეცემათ სამახსოვრო საჩუქრები.

ასევე მოხდება 2016 წლის საჯარო სკოლების კურსდამთავრებულთათვის ოქროსა და

ვერცხლის მედლების გადაცემა.

ღონისძიებას დაესწრებიან მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები.

გამგეობისა და საკრებულოს თანამშრომლები ასევე დაინტერესებული საზოგადოება.