dmanisi.mun@dmanisi.gov.ge(0360) 22 24 64
დმანისის მუნიციპალიტეტი
იმპორტირებული სიახლეები

დმანისის მუნიციპალიტეტში ორი ახალი სკვერი გაიხსნა

26 ივლისი, 2017
იმპორტირებული სიახლეები

დმანისის მუნიციპალიტეტში ორი ახალი სკვერი გაიხსნა

დმანისის მუნიციპალიტეტში ორი ახალი სკვერი გაიხსნა
26 ივლ 2017

მიმდინარე წლის 26 ივლისს დმანისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოგი ბარბაქაძემ და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორმა გრიგოლ ნემსაძემ დმანისში ორი ახალი სკვერი გახსნეს.

პროექტის ფარგლებში სკვერებში მოეწყო სკამები, დეკორატიული ბაზალტის ბილიკები, საბავშვო მოედანი ატრაქციონებით, ,,სკეიტბორდის" მოედანი, სასმელი წყლის სოკო, ბასეინი საშხეფი ონკანებით, სავარჯიშო ტურნიკები.
მინი სტადიონზე საფეხბურთო და საკალათბურთო მოედნები მოეწყო.

სკვერები შემოღობილია დეკორატიული ქვის ღობით და ნაწილობრივ კუთხოვანებში ჩასმული მავთულბადით.

აღნიშნული სამუშაოები განახორციელა შპს-მ ,,მეტრი".