dmanisi.mun@dmanisi.gov.ge(0360) 22 24 64
დმანისის მუნიციპალიტეტი
იმპორტირებული სიახლეები

მომავალი ,,c" -ს გარეშე

28 ივლისი, 2017
იმპორტირებული სიახლეები

მომავალი ,,c" -ს გარეშე

მომავალი ,,c" -ს გარეშე
28 ივლ 2017

ჰეპატიტის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან შეთანხმებით, დმანისის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა ქალაქ დმანისში ჩაატარა ნებაყოფლობითი ,,C"-ჰეპატიტის უფასო სკრინინგი.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, სულ გამოკვლეული იქნა 77 ბენეფიციარი. ასევე განხორციელდა საინფორმაციო საგანმანათლებლო აქტივობები. მოსახლეობაში, ორგანიზაციებსა და დაწესებულებებში ცნობიერების ამაღლების მიზნით დარიგდა საინფორმაციო სახის ბროშურები.

ტესტები და საინფორმაციო მასალები მოწოდებული იქნა სსიპ ,,ი.საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის" მიერ.