dmanisi.mun@dmanisi.gov.ge(0360) 22 24 64
დმანისის მუნიციპალიტეტი
იმპორტირებული სიახლეები

ტრენინგი თემაზე: ,,აცრის შემდგომი გართულებები"

31 ივლისი, 2017
იმპორტირებული სიახლეები

ტრენინგი თემაზე: ,,აცრის შემდგომი გართულებები"

ტრენინგი თემაზე: ,,აცრის შემდგომი გართულებები"
31 ივლ 2017

დმანისის მუნიციპალიტეტში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ორგანიზებით ოჯახის ექიმებთან და უბნის ექთნებთან ტრენინგი გაიმართა თემაზე: ,,აცრის შემდგომი გართულებები".

თემა განხილული იყო თითოეული აცრის და დროის მიხედვით, ასევე განიხილეს საქართველოში არსებული სტატისტიკა აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით და დმანისის მუნიციპალიტეტში არსებული აცრებით მიღებული სურათი.

ტრენინგის ბოლოს ნებისმიერ დამსწრეს შეეძლო დაესვა განხილული თემის ირგვლივ მათთვის საინტერესო კითხვა და მიეღო ამომწურავი პასუხი.

ტრენინგს უძღვებოდა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის თანამშრომელი - თამარ სულხანიშვილი.