dmanisi.mun@dmanisi.gov.ge(0360) 22 24 64
დმანისის მუნიციპალიტეტი
იმპორტირებული სიახლეები

დმანისში რეაბილიტირებულ საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი განახლდა

18 სექტემბერი, 2017
იმპორტირებული სიახლეები

დმანისში რეაბილიტირებულ საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი განახლდა

დმანისში რეაბილიტირებულ საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი განახლდა
18 სექ 2017
ქალაქ დმანისში N1 საბავშვო ბაღში ჩატარდა სარემონტო სამუშაოები.
გასუფთავებულ იქნა ოთახების კედლები ძველი ნალესისაგან და მოხდა მათი რეაბილიტაცია, მოეწყო ახალი ელ.გაყვანილობა, იატაკებზე დაიგო ლამინატი, შეძენილია ახალი ინვენტარი.
საბავშვო ბაღის ეზოში ჩატარდა დამატებითი სადრენაჟო სისტემის მოწყობის სამუშაოები, რამაც დადებითი შედეგი გამოიღო და შენობის ძირის სართულზე გრუნტის წყლები აღარ გროვდება.
ეზოში ბაზალტის ქვით დაიგო ბილიკები, დამონტაჟდა გასართობი ატრაქციონები, საჩრდილობლები, დაიდგა სკამები, გამოიცვალა ძველი ამორტიზებული ჭიშკარი.
დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკური განვიტარების სამსახურის ინფორმაციით მომავალი წლისთის იგეგმება შენობისა და ეზოს სრული კეთილმოწყობა.