18 სექტემბერი, 2017
იმპორტირებული სიახლეები,,რუსთავქალაქობის” სადღესასწაულო ღონისძიებას დმანისის მუნიციპალიტეტი შეუერთდა
,,რუსთავქალაქობის” სადღესასწაულო ღონისძიებას დმანისის მუნიციპალიტეტი შეუერთდა
18 სექ 2017
16 სექტემბერს რუსთავში ,,რუსთავქალაქობის” სადღესასწაულო ღონისძიებას დმანისის მუნიციპალიტეტი შეუერთდა და კულტურისა და დასვენების ცენტრალურ პარკში საკუთარი კუთხე წარმოადგინა.
წარმოდგენილი იყო ააიპ კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ბავშვთა ,,ხატვისა და ხალხური რეწვის“ ნამუშევრების გამოფენა. ასევე გამოიფინა ხელნაკეთი ნივთები, თიხის ჭურჭელი, თექის ნამუშევრები და ნაქსოვი აქსესუარები.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები.
რუსთავქალაქობა ,,ფრანის''კონცერტით და ფოიერვერკით დასრულდა.





