2 ოქტომბერი, 2017
იმპორტირებული სიახლეებიმოხუცთა საერთაშორისო დღე დმანისში
მოხუცთა საერთაშორისო დღე დმანისში
02 ოქტ 2017
2 ოქტომბერს ააიპ დმანისის სათნოების სახლში მოხუცთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა.
მოხუცებს ტრადიციად ქცეული დღე დმანისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოგი ბარბაქაძემ მიულოცა. მათთვის კონცერტი გამართეს ააიპ დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის საესტრადო სტუდიის და სამეჯლისო და სპორტული ცეკვების სტუდიების აღსაზრდელებმა და თავისი შემოქმედებით ერთი ლამაზი დღე აჩუქეს.
კონცერტის შემდეგ ააიპ დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრისა და თვით ააიპ დმანისის სათნოების სახლისაგან მოხუცებს ტკბილეული და სურსათი გადაეცათ.





