14 ნოემბერი, 2017
იმპორტირებული სიახლეებიტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში დმანისის მუნიციპალიტეტში ღონისძიება გაიმართა
ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში დმანისის მუნიციპალიტეტში ღონისძიება გაიმართა
14 ნოემ 2017
მიმდინარე წლის 14 ნოემბერს ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, ააიპ „დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის“ ფოიეში მოეწყო ხატვისა და ხალხური რეწვის სხვადასხვა ეროვნების ბავშვთა ნამუშევრების გამოფენა.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ქალთა ფოლკლორული ანსამბლი „ირინოლა" და ინტერნაციონალური ანსამბლი ,,დმანისური აისი”. ქართველი და ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებმა წაიკითეს ლექსები.
ღონისძიებას ესწრებოდა დმანისის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ტატუაშვილი.
ღონისძიებამ მაყურებლის მოწონება დაიმსახურა.





