18 დეკემბერი, 2017
იმპორტირებული სიახლეებიდმანისელების მიღწევები
დმანისელების მიღწევები
18 დეკ 2017
მიმდინარე წლის 16-17 დეკემბერს ქალაქ თბილისში გაიმართა საერთაშორისო ტურნირი აღმოსავლურ ორთაბრძოლებში ,,თავანის წესებით", სადაც მიწვეული იყო დმანისის შერეული ორთაბრძოლების კლუბი ,,არწივი“.
აღნიშნული გუნდი შეჯიბრზე წარსდგა ექვსი სპორტსმენით.
გუნდის მწვრთნელის ლერი ავალიშვილის ინფორმაციით აღნიშნულ ორთაბრძოლაში პირველი ადგილი დაიკავეს გიორგი და ხათუნა მარტიაშვილმა, რამინ და რავილ აბდურახმანოვებმა, ხოლო მეორე ადგილს დასჯერდნენ გიორგი ედიბერიძე და რატი ოგნაძე.
აღსანიშნავია, რომ 22, 23 და 24 დეკემბერს წლის შემაჯამებელი დასკვნითი შეჯიბრი საქართველოს თასზე კიკბოქსინგში გაიმართება ქალაქ თბილისში, სადაც დმანისის გუნდი წარსდგება სრული შემადგენლობით.





