28 დეკემბერი, 2017
იმპორტირებული სიახლეებიდმანისის N1 საბავშვო ბაღში წინასაახალწლო ზეიმი ჩატარდა
დმანისის N1 საბავშვო ბაღში წინასაახალწლო ზეიმი ჩატარდა
28 დეკ 2017
დმანისის N1 საბავშვო ბაღში წინასაახალწლო ზეიმი ჩატარდა. ლამაზად მორთულ დარბაზში ერთმანეთს ცვლიდა სხვადასხვა მუსიკალური ნომერი, ცეკვა, ლექსები, მინიატურული სცენები, ზღაპირის გმირები. პატარებმა ჩვეული სიკეკლუცით აუდიტორიის მოწონება დაიმსახურეს და თოვლის ბაბუასაგან საჩუქრებიც მიიღეს.
დამდეგი შობა-ახალი წელი პატარებს, პედაგოგებსა და დამსწრე საზოგადოებას მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა მიულოცეს.
საახალწლო ღონისძიებები მუნიციპალიტეტის ყველა ბაღების სტრუქტურულ ერთეულებში გაიმართება.





