29 დეკემბერი, 2017
იმპორტირებული სიახლეებივარდისუბნის ფილიალის საკონცერტო დარბაზში კონცერტი გაიმართა
ვარდისუბნის ფილიალის საკონცერტო დარბაზში კონცერტი გაიმართა
29 დეკ 2017
ა(აიპ) დმანისის სამუსიკო სკოლის სოფელ ვარდისუბნის ფილიალის საკონცერტო დარბაზში კონცერტი გაიმართა. ფილიალის აღსაზრდელები მრავალფეროვნი პროგრამით წარსდგნენ მაყურებლის წინაშე. კონცერტს ესწრებოდნენ დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს წარმომადგენლები. მონაწილე ბავშვებს, მშობლებს, პედაგოგებს წარმატება უსურვა და დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსმა ეკატერინე ოქრიაშვილმა.





