dmanisi.mun@dmanisi.gov.ge(0360) 22 24 64
დმანისის მუნიციპალიტეტი
იმპორტირებული სიახლეები

საზეიმო კონცერტით შეხვდნენ ახალი წლის დადგომას დმანისის მუნიციპალიტეტში

1 იანვარი, 2018
იმპორტირებული სიახლეები

საზეიმო კონცერტით შეხვდნენ ახალი წლის დადგომას დმანისის მუნიციპალიტეტში

საზეიმო კონცერტით შეხვდნენ ახალი წლის დადგომას დმანისის მუნიციპალიტეტში
01 იან 2018

31 დეკემბერს დმანისის მუნიციპალიტეტში ა(აიპ) კულტურის და ხელოვნების ცენტრის ანსამბლებისა და სტუდიების მონაწილეობით გაიმართა საახალწლო კონცერტი.

დმანისელებს დამდეგი 2018 წელი სცენიდან მიულოცა დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ტატუაშვილმა და მამა გიორგიმ.
ლამაზად მორთულ სცენაზე ერთმანეთს ენაცვლებოდნენ ცეკვისა და სიმღერის სტუდიების წარმომადგენლები. 
საახალწლოდ შეკერილმა ტანისამოსმა მაყურებლის მოწონება დაიმსახურა. ღონისძიების დასასრულს კონცერტზე დამსწრე საზოგადოებას დახვდა ულამაზესი ფეიერვერკი, როგორც სცენაზე ასევე ღია ციშქვეშ.