dmanisi.mun@dmanisi.gov.ge(0360) 22 24 64
დმანისის მუნიციპალიტეტი
იმპორტირებული სიახლეები

დმანისში ქართველი ხალხის ქველმოქმედებით შექმნილი პირველი მხატვრული ფილმის "ექვთიმე ღვთისკაცი"-ს კინოჩვენება გაიმართა

5 თებერვალი, 2018

05 თებ 2018

არასამთავრობო ორგანიზაცია "პირველი ევროპელის" ორგანიზებით, დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და ფილმ "ექვთიმე ღვთისკაცის" შემოქმედებითი ჯგუფის ხელმძღვანელობით 4 თებერვალს, ააიპ "კულტურისა და ხელოვნების ცენტრში" გაიმართა ქართველი ხალხის ქველმოქმედებით შექმნილი პირველი მხატვრული ფილმის "ექვთიმე ღვთისკაცი"-ს კინოჩვენება. 
მწარმოებელი კომპანია - "დაკარგული ლეგენდები".
კინოჩვენებას ესწრებოდა დმანისის მუნიციპალიტეტის მერი - გიორგი ტატუაშვილი და დაინტერესებული საზოგადოება.

,,ასეთი მოვლენა, ასეთ ღვაწლმოსილ ადამიანზე, ფილმის პრეზენტაცია ძალიან დიდი პატივია დმანისისათვის და დმანისელებისათვის - უმასპინძლოს საქართველოს ისტორიამ (დმანისმა) საქართველოს ისტორიას (ექვთიმე ღვთისკაცს)" - აღნიშნა დმანისის მერმა გიორგი ტატუაშვილმა.