16 მარტი, 2018
იმპორტირებული სიახლეებიდათო ანდიაშვილს მამაცობისთვის მედალი საზეიმოდ გადაეცა
დათო ანდიაშვილს მამაცობისთვის მედალი საზეიმოდ გადაეცა
16 მარ 2018
დმანისის მერმა გიორგი ტატუაშვილმა დათო ანდიაშვილს სტიქიასთან ბრძოლაში მამაცობისთვის მინიჭებული მედალი საზეიმოდ გადასცა
მიმდინარე წლის 14 თებერვალს დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა - გიორგი ტატუაშვილმა, სოფელ ჯავახში მცხოვრებ დათო ანდიაშვილს სტიქიასთან ბრძოლაში მამაცობისთვის, სამაგალითო თავდადების გამოჩენისა და გაწეული სამსახურისთვის მადლობა პირადად გადაუხადა და საზეიმოდ გადასცა თავდაცვის მინისტრის 2012 წლის 22 აგვისტოს N788 ბრძანებით მინიჭებული მედალი.
დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ: მერის მოადგილეები, სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის პირველი რანგის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი.





