dmanisi.mun@dmanisi.gov.ge(0360) 22 24 64
დმანისის მუნიციპალიტეტი
იმპორტირებული სიახლეები

გასვლითი სამუშაო შეხვედრა

16 მარტი, 2018
იმპორტირებული სიახლეები

გასვლითი სამუშაო შეხვედრა

გასვლითი სამუშაო შეხვედრა
16 მარ 2018
დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ტატუაშვილმა და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ - გუბერნატორმა გრიგოლ ნემსაძემ დმანისის მუნიციპალიტეტში გასვლითი სამუშაო შეხვედრა გამართეს.

მხარის პირველი პირი მოადგილესთან, ალექსანდრე მეტრეველთან და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად შეხვდა მერის წარმომადგენლებს ადმინისტრაციულ ერთეულებში და ქალაქ დმანისის, სოფლების: უსეინქენდის, კამიშლოს და პატარა დმანისის მოსახლეობას და პირადად მათგან მოისმინეს არსებული პრობლემების შესახებ.

,,2018 წლის ბიუჯეტის დაფინანსებით დმანისის მუნიციპალიტეტში უკვე გაწერილია 25 მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება საერთო ღირებულებით 3 189 398 ლარის ოდენობით.
გარდა ამისა 2018 წელს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით მოთხოვნილია 9 ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება ღირებულებით 4 519 035 ლარი. ადგილობრივ ბიუჯეტში ჭარბი შემოსავლებისა და სხვადასხვა ფონდიდან მოძიებული თანხებით მდგომარეობა კიდევ შეიცვლება" - ისაუბრა დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ტატუაშვილმა.