dmanisi.mun@dmanisi.gov.ge(0360) 22 24 64
დმანისის მუნიციპალიტეტი
იმპორტირებული სიახლეები

გიორგი ტატუაშვილმა სოფლის ექიმებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

16 მარტი, 2018
იმპორტირებული სიახლეები

გიორგი ტატუაშვილმა სოფლის ექიმებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

გიორგი ტატუაშვილმა სოფლის ექიმებთან სამუშაო შეხვედრა გამართა
16 მარ 2018

დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ტატუაშვილმა სოფლის ექიმებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა დმანისის მუნიციპალიტეტის სოფლებში, სოფლის ექიმის პროგრამის ეფექტურად განხორციელებისთვის, ურთიერთკოორდინირებული მუშაობის აუცილებლობაზე ისაუბრეს. დეტალურად იყო განხილული დმანისის მუნიციპალიტეტში ,,სოფლის ექიმის" ამბულატორიების მუშაობის პროცესი, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 10ამბულატორიაა განთავსებული, სადაც ,,სოფლის ექიმი" ემსახურება სამოქმედო ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას.

შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს ის პრობლემები და საჭირბოროტო საკითხები, რაც მოსახლეობის და ექიმების წინაშე დგას და ამ მიმართულებით, სამომავლოდ გასატარებელი ღონისძიებები დაგეგმეს.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მხარეები შემდგომ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.
☑️შეხვედრას ესწრებოდნენ: დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი მეგი ედიბერიძე და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დმანისის რაიონული განყოფილების უფროსი დავით დაუთაშვილი.