16 მარტი, 2018
იმპორტირებული სიახლეებიწვევამდელები სავალდებულო სამხედრო სამსახურში გააცილეს
წვევამდელები სავალდებულო სამხედრო სამსახურში გააცილეს
16 მარ 2018
დმანისის მუნიციპალიტეტში დღეს 2018 წლის საგაზაფხულო გაწვევა დაიწყო. გამწვევ კომისიაზე წარდგენილი იქნა 24 წვევამდელი, რომლებიც შეუდგებიან სამხედრო სავალდებულო სამსახურს.
დმანისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეებმა ბადრი სუბარმა და არიფ სულეიმანოვმა სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვეული ახალგაზრდები პირადად გააცილეს, წარმატებები უსურვეს ცხოვრების ახალ ეტაპზე და მადლობა გადაუხადეს სამშობლოს სამსახურში ჩადგომისთვის.





