17 მარტი, 2018
იმპორტირებული სიახლეებიგრიგოლ ნემსაძემ 13 შვილის დედას ქალთა დღესასწაულები მიულოცა
გრიგოლ ნემსაძემ 13 შვილის დედას ქალთა დღესასწაულები მიულოცა
17 მარ 2018
რეგიონის გუბერნატორმა, დედისა და ქალთა დღესასწაული პირადად მიულოცა 13 შვილის დედას, თინა კავლელიშვილს, რომელიც დმანისის მუნიციპალიტეტში ცხოვრობს.
გრიგოლ ნემსაძე მრავალშვილიან დედას გაესაუბრა და ოჯახის წევრების საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მოისმინა.
გუბერნატორმა თინა კავლელიშვილს აქტიური და წარმატებული ახალგაზრდების აღზრდისთვის მადლობა გადაუხადა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
აღსანიშნავია, რომ გრიგოლ ნემსაძე მსგავს ფორმატში რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტის ქალბატონებსაც შეხვდება.





