17 მარტი, 2018
იმპორტირებული სიახლეებისამუშაო შეხვედრა მელიორაციის წარმომადგენლებთან
სამუშაო შეხვედრა მელიორაციის წარმომადგენლებთან
17 მარ 2018
დღეს, დმანისის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ტატუაშვილი, ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში, საქართველოს მელიორაციის წარმომადგენლებთან გამართულ სამუშაო შეხვედრას დაესწრო, რომელსაც ქვემო ქართლის გუბერნატორი გრიგოლ ნემსაძე ხელმძღვანელობდა.
სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს გუბერნატორის მოადგილემ, ალექსანდრე მეტრეველმა და მუნიციპალიტეტების მერებმა.
რეგიონის ხელმძღვანელმა პირებმა, ადგილზე არსებული საჭიროებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს კომპანიის წარმომადგენლებს და მათგან, სოფლებში, წყალმომარაგების გასაუმჯობესებლად დაგეგმილ სამუშაოებთან დაკავშირებით კონკრეტული წინადადებები მოისმინეს.





