dmanisi.mun@dmanisi.gov.ge(0360) 22 24 64
დმანისის მუნიციპალიტეტი
იმპორტირებული სიახლეები

,,საქველმოქმედო ფონდი მეოხი 2004"-ის ვიზიტი დმანისში

23 მარტი, 2018
იმპორტირებული სიახლეები

,,საქველმოქმედო ფონდი მეოხი 2004"-ის ვიზიტი დმანისში

,,საქველმოქმედო ფონდი მეოხი 2004"-ის ვიზიტი დმანისში
23 მარ 2018

დმანისის მუნიციპალიტეტში 30 სამხედრო ძალების და ომის ვეტერანის შვილებს ,,საქველმოქმედო ფონდი მეოხი 2004"-ის წარმომადგენლებმა სიმბოლური საჩუქრები გადასცეს ნიშნად იმისა, რომ მათი მშობლები მუდამ იდგნენ სამშობლოს სადარაჯოზე.ფონდის წევრებს დმანისის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ტატუაშვილი შეუერთდა საჩუქრების გადაცემაში და ყურადღება გაამახვილა მათი მშობლების ღვაწლზე.

,,ფონდის დამფუძნებელმა ბატონმა დათო გოჩიტაშვილმა კიდევ მრავალი სასიკეთო პროექტი დაგეგმა დმანისის მუნიციპალიტეტში, რასაც ეტაპობრივად განახორციელებს" - აღნიშნა დმანისის მუნიციპალტეტის მერმა გორგი ტატუაშვილმა.

შეხვედრას ორგანიზება გაუკეთა დმანისის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურმა.