dmanisi.mun@dmanisi.gov.ge(0360) 22 24 64
დმანისის მუნიციპალიტეტი
იმპორტირებული სიახლეები

დმანისში 9 აპრილის გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს

9 აპრილი, 2018
იმპორტირებული სიახლეები

დმანისში 9 აპრილის გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს

დმანისში 9 აპრილის გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს
09 აპრ 2018

დმანისელებმა დღეს ტრადიციულად 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედია და ქვეყნის დამოუკიდებლობისა და ერთიანობისათვის თავგანწირული ადამიანები გაიხსენეს. 
9 აპრილის მემორიალი გვირგვინით შეამკეს და პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას.

 ,,დღეს მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისთვის. 9 აპრილი გვაბრუნებს წარსულთან და გვახსენებს თუ რა გააკეთეს ჩვენმა თანამემამულეებმა ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის.
ეს დღე სევდიანია და პატივს მივაგებთ იმ გმირებს, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე შესწირეს ქვეყნის თავისუფლებას.
დღევანდელი დღე აერთიანებს ყველა ადამიანს და ის კიდევ ერთხელ შეგვახსენებს თუ რა დიდი მნიშვნელობა ენიჭება ერთიანობას"- აღნიშნა დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ტატუაშვილმა.