dmanisi.mun@dmanisi.gov.ge(0360) 22 24 64
დმანისის მუნიციპალიტეტი
იმპორტირებული სიახლეები

დმანისის მუნიციპალიტეტმა ,,ცოცხალ წიგნებს" უმასპინძლა

11 აპრილი, 2018
იმპორტირებული სიახლეები

დმანისის მუნიციპალიტეტმა ,,ცოცხალ წიგნებს" უმასპინძლა

დმანისის მუნიციპალიტეტმა ,,ცოცხალ წიგნებს" უმასპინძლა
11 აპრ 2018

მიმდინარე წლის 11 აპრილს საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ასევე დმანისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის მხარდაჭერით, ლიტერატურულ-საგანმანათლებლო პროექტის „ცოცხალი წიგნები“ - ის ფარგლებში თანამედროვე ქართველი მწერლების და პოეტების მობილური ჯგუფი დმანისის მუნიციპალიტეტს ესტუმრა.ჯგუფის შემადგენლობაში არიან: თამარი ფხაკაძე, მიხო მოსულიშვილი, გიორგი კაკაბაძე, ცირა ბარბაქაძე, ცირა ვეფხვაძე, ბაჩო კვირტია, მარიამ წიკლაური.

პროექტი „ცოცხალი წიგნი“, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ხორცილდება და თანამედროვე ქართული ლიტერატურის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.

პროექტის ფარგლებში წიგნების ავტორები თავად დადიან საქართველოს სხვადსხვა რეგიონში, პირადად უკითხავენ საკუთარ ნაწარმოებებს მკითხველებს. ეწყობა პოეზიის საღამოები და იმართება დისკუსიები ადგილობრივ მოსახლეობასთან მათთვის საინტერესო თემებზე.