26 აპრილი, 2018
იმპორტირებული სიახლეები„ახალგაზრდული ფესტივალი 2018“
„ახალგაზრდული ფესტივალი 2018“
26 აპრ 2018
მიმდინარე წლის 24 - 25 აპრილს „ახალგაზრდული ფესტივალი 2018“-ის ფარგლებში სოფელ განთიადის ხელოვნურსაფარიან მოედანზე გაიმართა მუნიციპალური ეტაპი მინი-ფეხბურთში, სადაც მონაწილებას იღებდა დმანისის მუნიციპალიტეტის 14 სკოლის გუნდი.
(როგორც გოგონებში, ისე ვაჟებში).
გოგონებში გამარჯვება სოფელ ზემო ოროზმანის, ხოლო ვაჟებში ქალაქ დმანისის N1 საჯარო სკოლის გუნდებმა მოიპოვეს.
გამარჯვებული გუნდები რეგიონულ პირველობისთვის იბრძოლებენ.





