dmanisi.mun@dmanisi.gov.ge(0360) 22 24 64
დმანისის მუნიციპალიტეტი
იმპორტირებული სიახლეები

უსაფრთხო ორსულობის შესახებ მოსახლეობის ცნობიერების ასამაღლებლად დმანისში ფესტივალი გაიმართა

14 მაისი, 2018

14 მაი 2018

როტარი კლუბი "თბილისი საერთაშორისო" და არასამთავრობო ორგანიზაცია ე ქოლ თუ სერვ (აქთს) ჯორჯიას ორგანიზებით და დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ააიპ კულტურისა და ხელოვნების ცენტრში უსაფრთხო ორსულობის შესახებ მოსახლეობის ცნობიერების ასამაღლებლად ფესტივალი გაიმართა, სადაც მონაწილეობა მიიღეს ააიპ დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის სტუდიებმა.
გაიმართა კონსულტაციები დაინტერესებული პირებისათვის, ჩატარდა ტრიმესტრის შესაბამისი ვარჯიშები, მოეწყო საგამოფენო კუთხე ბუკლეტებით თემატიკის შესაბამისად.
ღონისძიებას ესწრებოდნენ დმანისის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ტატუაშვილი, მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები, დაინტერესებული საზოგადოება.