20 მაისი, 2018
იმპორტირებული სიახლეებიხატვისა და ხალხური რეწვის სტუდიების ნამუშევრების გამოფენა
ხატვისა და ხალხური რეწვის სტუდიების ნამუშევრების გამოფენა
20 მაი 2018
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში დღეს დმანისის ააიპ დმანისის ,,კულტურისა და ხელოვნების ცენტრის“ ფოიეში კლასიკური მუსიკის თანხლებით მოეწყო ბავშვთა ხატვისა და ხალხური რეწვის სტუდიების ნამუშევრების გამოფენა.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო როგორც ძველი, ასევე საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ფერწერული, ხეზე ნაკვეთი და თექაზე შესრულებული ნამუშევრები.
აღსანიშნავია, რომ დამთვალიერებლებს მუზეუმმა სრულიად უფასოდ უმასპინძლა. ვიზიტორებმა მუზეუმის შთაბეჭდილებების წიგნში სამახსოვრო ჩანაწერი დატოვეს.
გამოფენა 22 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.





