24 მაისი, 2018
იმპორტირებული სიახლეებიშეხვედრა სმენადაქვეითებულ ბავშვებთან დაკავშირებით
შეხვედრა სმენადაქვეითებულ ბავშვებთან დაკავშირებით
24 მაი 2018
ამ წუთებში მერიის საკონფერენციო დარბაზში მიმდინარეობს შეხვედრა სმენადაქვეითებულ ბავშვთა ჯანმრთელობითი უფლებების ხელშეწყობის მიზნით. შეხვედრა იმართება ააიპ "ინიციატივა რეგიონული განვითარებისათვის" პროექტის ფარგლებში "ერთად ერთმანეთისათვის" ბავშვთა ჯანმრთელობის უფლების ხელშეწყობის საქმეში არსებული გამოცდილების გაზიარების მიზნით.
შეხვედრას ესწრებიან დმანისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის, საგანმანათლებლო რესურსცენტრის თანამშრომლები, პედაგოგები, სოფლის ექიმები, ბავშვები მშობლებთან ერთად. შეხვედრის ორგანიზატორია დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური.





