24 მაისი, 2018
იმპორტირებული სიახლეები"ქართველსა უნდა უყვარდეს"
"ქართველსა უნდა უყვარდეს"
24 მაი 2018
საქართველოს დამოუკიდებლობის ასი წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში ააიპ ,,დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის“ წინ მდებარე სკვერში ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი გაიმართა, სადაც მონაწილეობდნენ: ქალთა, ვაჟთა და ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლები ,,ირინოლა“ ,,კიდევაც დაიზრდებიან“, ,,შგარიდა", ინტერნაციონალური ანსამბლი ,,დმანისური აისი", ასევე ხალხური საკრავსების და ქორეოგრაფიული ანსამბლის აღრაზრდელები.
ღონისძიებაზე დმანისელმა პოეტებმა: მაყვალა სიმონიშვილმა, ტერენტი ცინდელიანმა, ნანა უბილავამ, ქეთო დარბინიანმა პატრიოტულ თემაზე ლექსები წაიკითხეს. ღონისძიებას ესწრებოდნენ დმანისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის თანამშრომლები და დაინტერესებული საზოგადოება.





