30 მაისი, 2018
იმპორტირებული სიახლეებიქალაქ დმანისში გზების რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს
ქალაქ დმანისში გზების რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს
30 მაი 2018
ქალაქ დმანისში გზების რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. გაბაშვილის ქუჩის ჩიხებში გზის კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა და რეაბილიტაციის შედეგად გზაზე გადაადგილება კომფორტული გახდა. ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურ ფაზაშია სოფელ ლოკჭანდარში, სადაც ამ ეტაპზე დასრულებულია გზის მოხრეშვა. გზის რეაბილიტაცია ასევე დასრულებულია სოფელ კარაბულახსა და გოდაგდაგში. აღნიშნული სამუშაოები განახორციელა შპს როუდ სოლუშენმა ადგილობრივი ბიუჯეტიდან.





