31 მაისი, 2018
იმპორტირებული სიახლეებიგომარეთში "მკითხველის თეატრი" - ს ოთახი გაიხსნა
გომარეთში "მკითხველის თეატრი" - ს ოთახი გაიხსნა
31 მაი 2018
დღეს სოფელ გომარეთში ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის საჯარო სკოლაში ინგლისური ენის მასწავლებლის ნინო მამადაშვილის ინიციატივით "მკითხველის თეატრი"- ს ოთახი გაიხსნა. გახსნის ცერემონიალზე წარმოდგენილი იქნა თოჯინების თეატრი "პინოქიოს თავგადასავალი", მოსწავლეებმა ზღაპრის გმირები ინგლისურ ენაზე განასახიერეს. საზეიმო გახსნას ესწრებოდნ დმანისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის, ქ. დმანისის საგანმანათლებლო რესურსცენტრისა და მასწავლებელთა სახლის წარმომადგენლები, მშობლები და დაინტერესებული საზოგადოება.
ინიციატივის ავტორს, სკოლის პედაგოგებს და მოსწავლეებს მადლობა გადაუხადა დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელმა ეკატერინე ოქრიაშვილმა და სპექტაკლებისა და მაყურებლის სიმრავლე უსურვა.





