17 ივნისი, 2018
იმპორტირებული სიახლეებიმერმა ფინალში გასულ გუნდს გარდამავალი თასი გადასცა
მერმა ფინალში გასულ გუნდს გარდამავალი თასი გადასცა
17 ივნ 2018
დღეს ქალაქ დმანისის ცენტრალურ სტადიონზე შუქრი ჩხეტიანის სახელობის ტურნირის ფინალური შეხვედრა გაიმართა, სადაც ერთმანეთს "ბავარიისა" და "კარაბულახის" გუნდები დაუპირისპირდნენ. დაძაბულ თამაშში გამარჯვება გუნდმა "ბავარიამ" მოიპოვა, რომელმაც მოწინააღმდეგე გუნდი "კარაბულახი" ანგარიშით 3:2 დაამარცხა. ფინალურ შეხვედრას ესწრებოდა დმანისის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ტატუაშვილი, რომელმაც პირველ ადგილზე გასულ გუნდს "ბავარიას" გამარჯვება მიულოცა და გარდამავალი თასი გადასცა, ხოლო მეორე ადგილზე გასულ გუნდს "კარაბულახს" - ფეხბურთის ბურთი გადაეცა.





