dmanisi.mun@dmanisi.gov.ge(0360) 22 24 64
დმანისის მუნიციპალიტეტი
იმპორტირებული სიახლეები

დმანისის მუნიციპალიტეტის მერია სისხლის უანგარო დონაციისთვის დაჯილდოვდა

20 ივნისი, 2018
იმპორტირებული სიახლეები

დმანისის მუნიციპალიტეტის მერია სისხლის უანგარო დონაციისთვის დაჯილდოვდა

დმანისის მუნიციპალიტეტის მერია სისხლის უანგარო დონაციისთვის დაჯილდოვდა
20 ივნ 2018

სისხლის დონორთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში უანგარო დონორებისა და მხარდამჭერი ორგანიზაციების დაჯილდოვების ცერემონია გაიმართა.
ღონისძიების ორგანიზატორებმა უანგარო დონორობის რეგულარული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს დმანისის მუნიციპალიტეტის მერიას და მადლობის სიგელი გადასცეს.

თამარ დოლაბერიძე - ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის ინსტიტუტის გენერალური მენეჯერი

- დმანისის მუნიციპალიტის მერია აქტიურად არის ჩართული უანგარო დონორთა აქციების გამართვაში. ღონისძიება ყოველ ჯერზე საკმაოდ ორგანიზებულად და წარმატებით იმართება, მადლობის ნიშნად გადავწყვიტეთ დამსახურებული ჯილდო გადმოგცეთ.

მეგი ედიბერიძე - დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი

- დღეს, დმანისის მუნიციპალიტეტის მერია სისხლის უანგარო დონაციისთვის დაჯილდოვდა. ღონისძიების ორგანიზატორები მადლიერებას გამოხატავენ ასევე ყველა იმ უანგარო დონორის მიმართ, რომლებიც ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად ნებაყოფლობით და უანგაროდ გასცემენ სისხლს.

დაჯილდოვების ცერემონიალს დმანისის მუნიციპალიტეტიდან ესწრებოდა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი მეგი ედიბერიძე, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, უსაფრთხო სისხლის ეროვნული პოლიტიკის ევროკავშირის რეგულაციებთან დაახლოების მიზნით ექსპერტთა მისიის წარმომადგენლები.