20 ივნისი, 2016
იმპორტირებული სიახლეებიდმანისში ,,Open Air “ სტილის კონცერტი გაიმართა
დმანისში ,,Open Air “ სტილის კონცერტი გაიმართა
20 ივნ 2016
მიმდინარე წლის 20 ივნისს, ააიპ კულტურის და ხელოვნების ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ღია ცის ქვეშ გაიმართა ,,Open Air “ სტილის კონცერტი, სადაც ჯგუფმა ,,ნემომ" და ,,ასკრიონმა" წარმოადგინეს ცნობილი როკ ჯგუფების სინგლები. მუსიკალური ჯგუფის წევრები არიან დმანისელი ახალგაზრდები ლუკა ზარანდია და ,,იქს ფაქტორის" მონაწილე ირაკლი არღვლიანი, რომელიც ასევე მონაწილეობდა ფესტივალში ,,სხვა საქართველო სად არის". კონცერტის დასასრულს ირაკლი არღვლიანს, სტუდიის ხემძღვანელს დათო ბერულავას და ტექნიკურ ოპერატორს ვასილი დაუთაშვილს ააიპ კულტურის და ხელოვნების ცენტრის სახელით გადაეცათ სიმბოლური საჩუქრები.




