dmanisi.mun@dmanisi.gov.ge(0360) 22 24 64
დმანისის მუნიციპალიტეტი
იმპორტირებული სიახლეები

ნოდარ დუმბაძის 90 წლის იუბილე

17 ივლისი, 2018
იმპორტირებული სიახლეები

ნოდარ დუმბაძის 90 წლის იუბილე

ნოდარ დუმბაძის 90 წლის იუბილე
17 ივლ 2018

17 ივლისს,ნოდარ დუმბაძის 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით დმანისის მუნიციპალიტეტის ააიპ დმანისის "საბიბლიოთეკო სამსახური"ს ორგანიზებით ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში გაიმართა მისი შემოქმედების განხილვა.

☑️ღონისძიებას ესწრებოდნენ ბიბლიოთეკის აქტიური მკითხველები,თანამშრომლები,მოსწავლე ახალგაზრდები,დმანისის მუნიციპალიტეტის განათლების,კულტურის,სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი ეკატერინე ოქრიაშვილი და დმანისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ბადრი სუბარი.

☑️შემოქმედებითი საღამოს ფარგლებში დამსწრე საზოგადოებამ წაიკითხა ფრაგმენტები მისი ნაწარმოებიდან.

☑️თვალსაჩინოებისთვის გამოფენილი იყო ნოდარ დუმბაძის წიგნები და ფოტოები.

☑️მოგეხსენებათ რომ ნოდარ დუმბაძე XX საუკუნის ქართული მწერლობის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელია, მისი ნაწარმოებები დღემდე არ კარგავს აქტუალობას და ინტენსიურად იდგმება მსოფლიოს თეატრების სცენებზე.