dmanisi.mun@dmanisi.gov.ge(0360) 22 24 64
დმანისის მუნიციპალიტეტი
იმპორტირებული სიახლეები

სახალხო ზეიმი "დმანისობა"

26 ივლისი, 2018
იმპორტირებული სიახლეები

სახალხო ზეიმი "დმანისობა"

სახალხო ზეიმი "დმანისობა"
26 ივლ 2018

მიმდინარე წლის 26 ივლისს პანტიანის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება სახალხო დღესასწაული „დმანისობა“ .

ღონისძიების ფარგლებში გაიმართება კონცერტი სადაც მონაწილეობას მიიღებენ როგორც დმანისის მუნიციპალიტეტის ასევე ქვემო ქართლლის მუნიციპალიტეტებიდან მოწვეული შემოქმედებითი კოლექტივები.

ჩატარდება სპორტული ღონისძიებები მკლავჭიდსა და ჭიდაობაში,.ხოლო მოყვარულებს შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ ჭადრაკის ,ნარდისა და მაგიდის ტენისის ტურნირებში.

ღონისძიების ფარგლებში ჩატარდება კულინარიული მასტერკლასები როგორც ქართული, ასევე საქართველოში წარმოდგენილი ეთნიკური უმცირესობების ტრადიციული სამზარეულოდან.

დასკვნითი კონცერტი გაიმართება დმანისის მუნიციპალიტეტის ცენტრალურ სკევრში.

კონცერტს გამართავს ააიპ. დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრთან არსებული საესტრადო სტუდია ,,მიქსი".

საღამო დასრულდება ფრანებითა და ფეიერვერკით.