dmanisi.mun@dmanisi.gov.ge(0360) 22 24 64
დმანისის მუნიციპალიტეტი
მუნიციპალიტეტის სიახლეები

სიახლეები

მთავარი/სიახლეები
მერია და მუნიციპალიტეტი

დმანისის მუნიციპალიტეტის მიმდინარე პროექტები, საზოგადოებრივი ღონისძიებები, სოციალური, კულტურული და ინფრასტრუქტურული სიახლეები.

1,565 სიახლეები109 / 131
დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ გომარეთში თაფლის გადამამუშავებელი მცირე კოოპერაციული საწარმო გაიხსნაიმპორტირებული სიახლეები
18 დეკემბერი, 2017

დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ გომარეთში თაფლის გადამამუშავებელი მცირე კოოპერაციული საწარმო გაიხსნა

დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ გომარეთში თაფლის გადამამუშავებელი მცირე კოოპერაციული საწარმო გაიხსნა. ახალადგახსნილი საწარმო საერთაშორისო ორგანიზაციის „მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ“ რეგიონალურმა დირექტორმა მარსელა მაქსფილდმა, დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ტატუაშვილმა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი მიშელაძემ დაათვალიერეს და კოოპერატივ „ქციის მონასტრის“ წევრებს შეხვდნენ.

ვრცლად
დმანისის მუნიციპალიტეტის მერიაში ტრენინგ - კონსულტაცია გაიმართა  პროგრამულ ბიუჯეტირებაშიიმპორტირებული სიახლეები
15 დეკემბერი, 2017

დმანისის მუნიციპალიტეტის მერიაში ტრენინგ - კონსულტაცია გაიმართა პროგრამულ ბიუჯეტირებაში

მიმდინარე წლის 15 დეკემბერს დმანისის მუნიციპალიტეტის მერიაში ტრენინგ - კონსულტაცია გაიმართა  პროგრამულ ბიუჯეტირებაში. სასწავლო შეხვედრის ფარგლებში სესიას უძღვებოდა ფინანსისტთა ასოციაციის პრეზიდენტი დავით ხოსრუაშვილი. სასწავლო ტრენინგის მიზანს მასში მონაწილე საჯარო მოხელეების დახმარება მოსახლეობის აზრის გათვალისწინებით, ბიუჯეტის პროგრამების პრიორიტეტულობის განსაზღვრა, პროგრამაზე გამოყოფილი თანხის სიდიდე და ეფექტურობა წარმოადგენდა.  

ვრცლად
დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ტატუაშვილმა სოფელ კიზილქილისის სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი ხელოვნურსაფარიანი მინი - სტადიონი გახსნაიმპორტირებული სიახლეები
14 დეკემბერი, 2017

დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ტატუაშვილმა სოფელ კიზილქილისის სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი ხელოვნურსაფარიანი მინი - სტადიონი გახსნა

მიმდინარე წლის 14 დეკემბერს დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ტატუაშვილმა სოფელ კიზილქილისის სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი ხელოვნურსაფარიანი მინი - სტადიონი გახსნა. ახალი სტადიონი სპორტის სამი სახეობის: ფეხბურთის, კალათბურთისა და ფრენბურთის კომპლექსური სწავლების საშუალებას იძლევა. პროექტის განხორციელების ფინანსური უზრუნველყოფა სკოლის ადმინისტრაციამ საკუთარი ხარჯებით შეძლო. ახალი სტადიონით სარგებლობას სოფელ კიზილქილისის საჯარო სკოლის მოსწავლეები დღეიდან შეძლებენ.

ვრცლად
დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში მუნიციპალიტეტში არსებულ პრობლემებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართაიმპორტირებული სიახლეები
12 დეკემბერი, 2017

დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში მუნიციპალიტეტში არსებულ პრობლემებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

სამუშაო შეხვედრა მისასალმებელი სიტყვით დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ტატუაშვილმა გახსნა. დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ლევან მანთაშაშვილმა დამსწრე საზოგადოებას მუნიციპალიტეტში განხორციელებული, ხოლო დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ტატუაშვილმა დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო და აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემების შესახებ ფლობს ამომწურავ ინფორმაციას და პრობლემების მოგვარება პრიორიტეტის მიხედვით მი

ვრცლად
საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადის მუნიციპალური ეტაპი ფრენბურთშიიმპორტირებული სიახლეები
11 დეკემბერი, 2017

საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადის მუნიციპალური ეტაპი ფრენბურთში

მიმდინარე წლის 9 დეკემბერს ქალაქ დმანისის N3 საჯარო სკოლის სპორტულ დარბაზში გაიმართა საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადის მუნიციპალური ეტაპი ფრენბურთში. ტურნირში მონაწილეობა მიიღეს დმანისის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებმა. ვაჟებში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ  ქალაქ დმანისის N1,  N3 , სოფელ განთიადის, იაღუფლოსა და  ოროზმანის საჯარო  სკოლები, სადაც გამარჯვება ქალაქ დმანისის N1 საჯარო სკოლამ მოიპოვა.  გოგონებში ერთმანეთს შეხვდნენ სოფელ იაღუფლოსა და სოფელ ოროზმანის საჯარო სკოლები, აღნიშნულ შეხვედრა

ვრცლად
ა(აიპ) დმანისის საბიბლიოთეკო სამსახურში გაიმართა გამომცემლობა „წიგნი+ერის“ მიერ გამოცემული წიგნების პრეზენტაციაიმპორტირებული სიახლეები
5 დეკემბერი, 2017

ა(აიპ) დმანისის საბიბლიოთეკო სამსახურში გაიმართა გამომცემლობა „წიგნი+ერის“ მიერ გამოცემული წიგნების პრეზენტაცია

 5 დეკემბერს  ა(აიპ) დმანისის საბიბლიოთეკო სამსახურში გაიმართა გამომცემლობა  „წიგნი+ერის“  მიერ გამოცემული წიგნების პრეზენტაცია: „დმანისის ნაქალაქარი“ ავტორი ჯუმბერ კოპალიანი, „ბრწყინვალე ვარსკვლავის მაძიებელნი“-სულხან-საბა ორბელიანის  ბიოგრაფიული რომანი (ავტორი მიხეილ კეკელიძე ახალი რედაქტირება). ღონისძიებას დაესწრნენ: საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის მეთოდისტი გურამ თაყნიაშვილი, გამომცემლობა „წიგნი+ერის“ რედაქტორი მზია რაზმაძე, ქართულ-ებრაული მუზეუმის დირექტორი პროფესორი გივი ღამბაშიძე, ამა

ვრცლად
დმანისის მუნიციპალიტეტი შეუერთდა 16 დღიან კამპანიას გენდერული ძალადობის წინააღმდეგიმპორტირებული სიახლეები
4 დეკემბერი, 2017

დმანისის მუნიციპალიტეტი შეუერთდა 16 დღიან კამპანიას გენდერული ძალადობის წინააღმდეგ

25 ნოემბერს ცივილიზებულმა მსოფლიომ გაეროს ინიციატივით დაარსებული ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღე აღნიშნა. დმანისის მუნიციპალიტეტი უერთდება 16 დღიან კამპანიას გენდერული ძალადობის წინააღმდეგ.4 დეკემბერს 15 საათზე დმანისის მუნიციპალიტეტში გაიმართა ვიზუალური აგიტაცია გენდერული ძალადობის საკითხებზე.დანაშაულის პრევენციის მიზნით, რომელიც დასრულდა მსვლელობით. ღონისძიება ორგანიზებული იყო დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის „ქალთა ოთახის“ და ა(აიპ) საგანმანათლებლო ცენტრთან არსებული ახალგაზ

ვრცლად
ანსამბლი „მართვე“ - ს დამაარსებლის, ქართული ხალხური ცეკვის ქორეოგრაფის გივი ტატიშვილის ხსოვნის საღამოიმპორტირებული სიახლეები
3 დეკემბერი, 2017

ანსამბლი „მართვე“ - ს დამაარსებლის, ქართული ხალხური ცეკვის ქორეოგრაფის გივი ტატიშვილის ხსოვნის საღამო

მიმდინარე წლის 3 დეკემბერს ა(ა)იპ დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის საკონცერტო დარბაზში ბავშვთა სანიმუშო ანსამბლის „მართვე“ - ს ორგანიზებით და დმანისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის მხარდაჭერით ჩატარდა ანსამბლი „მართვე“ - ს დამაარსებლის, ქართული ხალხური ცეკვის ქორეოგრაფის გივი ტატიშვილის ხსოვნის საღამო. ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „მართვე“ წარმოადგინა ცეკვები. საღამოს ესწრებოდნენ დმანისის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები.ღონისძიება ტექნიკურად უზრუნველყო ა(ა)იპ კულტურისა და ხელოვნების

ვრცლად
პანტიანის ტბის მიდამოებში დასუფთავების აქცია მოეწყოიმპორტირებული სიახლეები
28 ნოემბერი, 2017

პანტიანის ტბის მიდამოებში დასუფთავების აქცია მოეწყო

პროექტის - ”Eco wave in Dmanisi” ფარგლებში დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს ხელშეწყობით, ,,აზერბაიჯანელ ქალთა კავშირის“ და “HEKS EPER” – ის ფინანსური მხარდაჭერით პანტიანის ტბის მიდამოებში დასუფთავების აქცია მოეწყო.პროექტის მიზანია ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება მუნიციპალიტეტში და ახალგაზრდა თაობების ჩართვა გარემოსდაცვით ღონისძიებებში.პროექტი მოამზადა ა(აიპ) საგანმანათლებლო ცენტრთან არსებული ახალგაზრდული ცენტრის წარმომადგენელმა ელვინ კოიუშოვმა.

ვრცლად
გლოვის დღესთან დაკავშირებით დმანისის მუნიციპალიტეტში დროშები დაეშვაიმპორტირებული სიახლეები
27 ნოემბერი, 2017

გლოვის დღესთან დაკავშირებით დმანისის მუნიციპალიტეტში დროშები დაეშვა

საქართველოს პრემიერმინისტრის გიორგი კვირიკაშვილის და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 27 ნოემბერი საქართველოს ტერიტორიაზე გლოვის დღედ ცხადდება. საქართველო სასტუმრო ,,ლეოგრანდში“ დატრიალებული ტრაგედიის დროს გარდაცვლილებს გლოვობს.გარდაცვლილთა ხსოვნის პატივსაცემად, დმანისის მუნიციპალიტეტში დროშები დაეშვა.

ვრცლად
ილია ჭავჭავაძის 180 წლის იუბილე დმანისშიიმპორტირებული სიახლეები
21 ნოემბერი, 2017

ილია ჭავჭავაძის 180 წლის იუბილე დმანისში

დიდი ქართველი მწერლის და საზოგადო მოღვაწის, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერის ილია ჭავჭავაძის 180 წლის იუბილე, ა(აიპ) დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დარბაზში ღონისძიებით აღინიშნა.ღონისძიებაში მონაწილეობდენ ა(აიპ) დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრთან არსებული სტუდიები და ანსამბლები: ქალთა ფოლკლორული ანსამბლი ,,ირინოლა“ (ხელმძღვანელი თ. შარგიანი) ,,ჩონგურს სიმები გავუბი“, ,,გფარავდეს ლომისის მადლი“;ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლი ,,შგარიდა“ (ხელმძღვანელი გ.გურჩიანი),,გაფრინდი

ვრცლად