dmanisi.mun@dmanisi.gov.ge(0360) 22 24 64
დმანისის მუნიციპალიტეტი
მუნიციპალიტეტის სიახლეები

სიახლეები

მთავარი/სიახლეები
მერია და მუნიციპალიტეტი

დმანისის მუნიციპალიტეტის მიმდინარე პროექტები, საზოგადოებრივი ღონისძიებები, სოციალური, კულტურული და ინფრასტრუქტურული სიახლეები.

1,565 სიახლეები111 / 131
სარკინეთში ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნაიმპორტირებული სიახლეები
16 ოქტომბერი, 2017

სარკინეთში ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა

დღეს სოფელ სარკინეთში ახალი საბავშვო ბაღი საზეიმოდ გაიხსნა. რეაბილიტირებულ, კეთილმოწყობილ შენობაში ხალხმრავლობა იყო. ბავშვების ჟრიამულმა აახმაურა დარბაზი. ღონისძიებას ესწრებოდნენ: იღუმენი მამა ხარიტონი; ადგილობრივი ტერიტორიული ერთეულის ხელმძღვანელები და დეპუტატები. ააიპ ,,დმანისის სკოლამდელი სამსახურმა“ საბავშვო ბაღს სათამაშოები და საკანცელარიო საქონელი გადასცა.  

ვრცლად
გეზრბენიიმპორტირებული სიახლეები
9 ოქტომბერი, 2017

გეზრბენი

მიმდინარე წლის 8 ოქტომბერს სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში პანტიანის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდა გეზრბენი (კროსი), რომელშიც მონაწილეობდა მიიღეს დმანისელმა ახალგაზრდებმა (2002,2003,2004 წწ. დბადებულები). ვაჟებში პირველ ადგილზე გავიდა ამამლო, მეორეზე ქ.ოროზმანი, ხოლო მესამე იაღუფლო. გოგონებში პირველზე გავიდა ქ.ოროზმანი, მეორეზე ამამლო და მესამეზე ბოსლები.

ვრცლად
სოფელ კიზილქილისის მოსახლეობას ,,C'' ჰეპატიტის უფასო სკრინინგ-ტესტირება ჩაუტარდაიმპორტირებული სიახლეები
3 ოქტომბერი, 2017

სოფელ კიზილქილისის მოსახლეობას ,,C'' ჰეპატიტის უფასო სკრინინგ-ტესტირება ჩაუტარდა

აღნიშნული აქტივობა განხორციელდა ,,С'' ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ, დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის და ადგილობრივი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელშეწყობით.

ვრცლად
მოხუცთა საერთაშორისო დღე დმანისშიიმპორტირებული სიახლეები
2 ოქტომბერი, 2017

მოხუცთა საერთაშორისო დღე დმანისში

2 ოქტომბერს ააიპ დმანისის სათნოების სახლში მოხუცთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა. მოხუცებს ტრადიციად ქცეული დღე დმანისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოგი ბარბაქაძემ მიულოცა. კონცერტის შემდეგ ააიპ დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრისა და თვით ააიპ დმანისის სათნოების სახლისაგან მოხუცებს ტკბილეული და სურსათი გადაეცათ.

ვრცლად
დმანისელი ჭაბუკი სპორტსმენების წარმატებებიიმპორტირებული სიახლეები
25 სექტემბერი, 2017

დმანისელი ჭაბუკი სპორტსმენების წარმატებები

24 სექტემბერს ქალაქ ქუთაისში  გაიმართა საქართველოს პირველობა  „კიკ - ბოქსინგში“. აღნიშნულ ტურნირში დმანისის სახელით მონაწილეობა მიიღო  გუნდმა “GOLDEN-GLOVE”(მწვრთნელი ტუჯარ ალიევი). მათ გუნდური პირველობა დაიკავეს და   ოქროს მედლებით  დაჯილდოვდნენ. დმანისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოგი ბარბაქაძემ ჭაბუკ სპორტსმენებს გამარჯვება მიულოცა და მორიგი წარმატებები უსურვა.

ვრცლად
დმანისში რეაბილიტირებულ საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი განახლდაიმპორტირებული სიახლეები
18 სექტემბერი, 2017

დმანისში რეაბილიტირებულ საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი განახლდა

ქალაქ დმანისში N1 საბავშვო ბაღში ჩატარდა სარემონტო სამუშაოები.   გასუფთავებულ იქნა ოთახების კედლები ძველი ნალესისაგან და მოხდა მათი რეაბილიტაცია, მოეწყო ახალი ელ.გაყვანილობა, იატაკებზე დაიგო ლამინატი, შეძენილია ახალი ინვენტარი.   საბავშვო ბაღის ეზოში ჩატარდა დამატებითი სადრენაჟო სისტემის მოწყობის სამუშაოები, რამაც დადებითი შედეგი გამოიღო და შენობის ძირის სართულზე გრუნტის წყლები აღარ გროვდება.

ვრცლად
,,რუსთავქალაქობის” სადღესასწაულო ღონისძიებას დმანისის მუნიციპალიტეტი შეუერთდაიმპორტირებული სიახლეები
18 სექტემბერი, 2017

,,რუსთავქალაქობის” სადღესასწაულო ღონისძიებას დმანისის მუნიციპალიტეტი შეუერთდა

16 სექტემბერს რუსთავში ,,რუსთავქალაქობის” სადღესასწაულო ღონისძიებას დმანისის მუნიციპალიტეტი შეუერთდა და კულტურისა და დასვენების ცენტრალურ პარკში საკუთარი კუთხე წარმოადგინა. წარმოდგენილი იყო ააიპ კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ბავშვთა ,,ხატვისა და ხალხური რეწვის“ ნამუშევრების გამოფენა. ასევე გამოიფინა ხელნაკეთი ნივთები, თიხის ჭურჭელი, თექის ნამუშევრები და ნაქსოვი აქსესუარები.

ვრცლად
დმანისის მუნიციპალიტეტში სასწავლო პროცესი 27 საჯარო სკოლაში განახლდაიმპორტირებული სიახლეები
15 სექტემბერი, 2017

დმანისის მუნიციპალიტეტში სასწავლო პროცესი 27 საჯარო სკოლაში განახლდა

დმანისის მუნიციპალიტეტის - გამგებელი გოგი ბარბაქაძე ,,ვულოცავ ყველა მოსწავლეს, მათ მშობლებს, მთელ საქართველოს სწავლის დაწყების დღეს. მინდა თითოეულ თქვენთაგანს ვუსურვო ახალი ენერგიითა და შემართებით სწავლის გაგრძელება.ნათელი მომავალი გქონდეთ და გეცხოვროთ ძლიერ ქვეყანაში

ვრცლად
აქციას ,,დავასუფთაოთ საქართველო” დმანისის მუნიციპალიტეტი შეუერთდაიმპორტირებული სიახლეები
15 სექტემბერი, 2017

აქციას ,,დავასუფთაოთ საქართველო” დმანისის მუნიციპალიტეტი შეუერთდა

მიმდინარე წლის 15 სექტემბერს აქციას ,,დავასუფთაოთ საქართველო” დმანისის მუნიციპალიტეტი ტრადიციულად შეუერთდა.აქციაში ჩაერთვნენ დმანისის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები, საკრებულო, გამგეობა და მასში შემავალი ყველა ააიპ სამსახურების თანამშრომლები. დასუფთავებულ იქნა დმანისში შემოსასვლელი ცენტრალური გზა, მდინარე მაშავერას სანაპირო ზოლი (სასროლეთი), და პანტიანის ტბის მიმდებარე ტერიტორია.

ვრცლად
მინი ფეხბურთის მუნიციპალური ტურნირის ფინალური მატჩიიმპორტირებული სიახლეები
31 აგვისტო, 2017

მინი ფეხბურთის მუნიციპალური ტურნირის ფინალური მატჩი

ერთმანეთს შეხვდნენ ქ.დმანისის („ბავარია“) და სოფელ მაშავერას („მაშავერა“), ფეხბურთელთა გუნდები. თამაში ფრიად საინტერესოდ წარიმართა.  გაიმარჯვა სოფელ მაშავერას „მაშავერამ“ გამარჯვებულ ფეხბურთელთა გუნდს მუნიციპალიტეტის გამგეობისაგან გადაეცა თასი და ფულადი ჯილდო.

ვრცლად
სოფელ გომარეთის მოსახლეობას ,,C'' ჰეპატიტის უფასო სკრინინგ-ტესტირება ჩაუტარდაიმპორტირებული სიახლეები
14 აგვისტო, 2017

სოფელ გომარეთის მოსახლეობას ,,C'' ჰეპატიტის უფასო სკრინინგ-ტესტირება ჩაუტარდა

დმანისის მუნიციპალიტეტში მოსახლეობას ,,C'' ჰეპატიტის უფასო სკრინინგ-ტესტირება ჩაუტარდა. მობილური ლაბორატორია დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ გომარეთში იყო განთავსებული და ნებისმიერ მოქალაქეს ჰქონდა საშუალება ჩაეტარებინა С ჰეპატიტის უფასო სკრინინგი. ააიპ დმანისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის ნინო ონანაშვილის ინფორმაციით, სკრინინგ-ტესტირება ჩაუტარდა 50 მოქალაქეს.  

ვრცლად
მიმდინარეობ სოფელ-იფნარი-კიზილაჯლოს მისასვლელი გზის მოასფალტებაიმპორტირებული სიახლეები
11 აგვისტო, 2017

მიმდინარეობ სოფელ-იფნარი-კიზილაჯლოს მისასვლელი გზის მოასფალტება

მიმდინარეობს დიდი დმანისის-დმანისი-გომარეთის სახელმწიფო დანიშნულების გზიდან, სოფელ-იფნარი-კიზილაჯლოს მისასვლელი გზის მოასფალტება. გზის მშენებლობა 2014 წელს რეგიონალური პროქეტით დაიწყო, რომელიც უახლოს დღეებში დასრულდება. გზის სიგრძე შეადგენს 3,9 კილომეტრს ღირებულებით 642 173 ლარი.სამუშაოს ახორციელებს შპს ,,ტ.ტ

ვრცლად