dmanisi.mun@dmanisi.gov.ge(0360) 22 24 64
დმანისის მუნიციპალიტეტი
მუნიციპალიტეტის სიახლეები

სიახლეები

მთავარი/სიახლეები
მერია და მუნიციპალიტეტი

დმანისის მუნიციპალიტეტის მიმდინარე პროექტები, საზოგადოებრივი ღონისძიებები, სოციალური, კულტურული და ინფრასტრუქტურული სიახლეები.

1,565 სიახლეები79 / 131
დმანისელი სპორტსმენების წარმატება !იმპორტირებული სიახლეები
22 მარტი, 2019

დმანისელი სპორტსმენების წარმატება !

დმანისელი სპორტსმენების წარმატება ! მიმდინარე წლის 20-21 მარტს, ქალაქ თბილისში ჩატარდა საქართველოს პირველობა მკლავჭიდში, 15 და 18 წლამდე ახალგაზრდებს შორის. ჩემპიონატში მონაწილეობდნენ დმანისელი სპორტსმენები: მიშიკო გადრანი (15 წლამდე 50 კგ კატეგორია) ზაურ ალიევი (18 წლამდე 55 კგ კატეგორია ) და გიორგი გიორგიევი. (18 წლამდე 55 კგ კატეგორია) მიშიკო გადრანის ასპარეზობა წარმატებული აღმოჩნდა როგორც მარცხენა ასევე მარჯცვენა ხელით ასპარეზობისას და  50 კგ კატეგორიაში დაიკავა პირველი ადგილი. ზაურ ალიე

ვრცლად
დმანისის მუნიციპალიტეტი აცხადებს ტენდერსიმპორტირებული სიახლეები
22 მარტი, 2019

დმანისის მუნიციპალიტეტი აცხადებს ტენდერს

დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადში შიდა გზების სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვა წინადადებების მიღება იწყება:22.03.2019 00:00 წინადადებების მიღება მთავდება:27.03.2019 16:00 შესყიდვის სავარაუდო ღირებულება:956`124.00 ლარი განცხადების ნომერი:NAT190004693 დაფინანსების წყარო: ადგილობრივი ბიუჯეტი5.87%, პროგრამები სახელმწიფო ბიუჯეტიდან - 94.13% შესყიდვის ბმული:http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=297560&lang=ge

ვრცლად
ნოვრუზ-ბაირამი 2019იმპორტირებული სიახლეები
21 მარტი, 2019

ნოვრუზ-ბაირამი 2019

21 მარტს საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელებს სახალხო დღესასწაული ,,ნოვრუზ ბაირამი” დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ტატუაშვილმა მარნეულის შემდეგ დმანისში გამართულ ღონისძიებაზე მიულოცა. ყოველი წლის 19 – 21 მარტს ქვემო ქართლში მცხოვრები აზერბაიჯანელი ხალხი ტრადიციულ დღესასწაულს ,,ნოვრუზ ბაირამს“ აღნიშნავს. მიმდინარე წლის 21 მარტს ქალაქ მარნეულში გაიმართა ღონისძიება, რომელიც ,,ნოვრუზ ბაირამის” - ახალი წლის დადგომას მიეძღვნა და ეს დღესასწაული ქვემო ქართლში მცხოვრებმა აზერბაიჯანელებმა ქალაქ მ

ვრცლად
მერი დასრულებული სახურავების მოწყობის სამუშაოებს გაეცნოიმპორტირებული სიახლეები
20 მარტი, 2019

მერი დასრულებული სახურავების მოწყობის სამუშაოებს გაეცნო

მიმდინარე წლის 16 იანვარს, ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებული მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის სახურავების მოწყობის სამუშაოები დასრულებულია. დასრულებულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო და მოსახლეობას შეხვდა  დმანისის მუნიციპალიტეტის მერი, გიორგი ტატუაშვილი. შეხვედრაზე ასევე იმყოფებოდნენ დმანისის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები. ამ ეტაპისთვის ქ. დმანისში 26 მაისის N9 და ვახტანგ გორგასლის ქუჩა N7- ში განთავსებული ბინის სახურავები გამოიცვალა. პროექტის ღირებულება ჯამში 280 261 ლა

ვრცლად
დმანისის მუნიციპალიტეტში სოფლის მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყოიმპორტირებული სიახლეები
19 მარტი, 2019

დმანისის მუნიციპალიტეტში სოფლის მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო

დმანისის მუნიციპალიტეტში სოფლის მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო მიმიდნარე წლის 19 მარტს, დმანისის მუნიციპალიტეტის მერი, გიორგი ტატუაშვილი, მოადგილესთან, არიფ სულეიმანოვთან და დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებთან ერთად სოფელ ირგანჩაის, ამამლოს, მამიშლოს, საფარლოსა და ბაზაქლოს მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა სოფლის მოსახლეობის პრობლემებისა და საჭიროებების გამოვლენა. გიორგი ტატუაშვილმა, შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოებას გააცნო, მუნიციპალიტეტში მიმდინარე სოციალური პროგრა

ვრცლად
კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი მთის საბჭოს სხდომაზეიმპორტირებული სიახლეები
19 მარტი, 2019

კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი მთის საბჭოს სხდომაზე

კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი მთის საბჭოს სხდომაზე !  2019 წლის 18 მარტს, მთის განვითარების ეროვნული საბჭოს მორიგ სხდომაზე, პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დმანისისა და წალკის მაჟორიტარის, კახაბერ ოქრიაშვილის ინიციატივაზე პრინციპული თანხმობა განაცხადა.  კახაბერ ოქრიაშვილის ახალი საკანონმდებლო წინადადების მიხედვით, იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც დასახლებათა 80 %-ს უკვე მინიჭებული აქვს მაღალმთიანის სტატუსი, ანალოგიური სტატუსი დარჩენილ დასახლებათა 20%-საც ავტომატურად მიენიჭება. ცვლილება შეეხება

ვრცლად
დმანისელი ფეხბურთელების წარმატებაიმპორტირებული სიახლეები
18 მარტი, 2019

დმანისელი ფეხბურთელების წარმატება

მიმდინარე წლის 15-21 მარტის ჩათვლით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ცურტავში, ნოვრუზ ბაირამის დღესთან დაკავშრებით გაიმართება შეჯიბრი ფეხბურთში.დმანისის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო გუნდმა

ვრცლად
სახურავების სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.იმპორტირებული სიახლეები
18 მარტი, 2019

სახურავების სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.

მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სახურავის აღდგენა - სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. მიმდინარე წლის 16 იანვარს, ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებული მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის სახურავების მოწყობის სამუშაოები დასრულებულია. ამ ეტაპისთვის ქ. დმანისში 26 მაისის N9 და ვახტანგ გორგასლის ქუჩა N7- ში განთავსებული ბინის სახურავები გამოიცვალა. პროექტის ღირებულება ჯამში 280 261 ლარს შეადგენს. სამუშაოები განახორციელა შპს

ვრცლად
დმანისში საინფორმაციო ტური გაიმართაიმპორტირებული სიახლეები
16 მარტი, 2019

დმანისში საინფორმაციო ტური გაიმართა

16 მარტს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ინიციატივით, დმანისის მუნიციპალიტეტში მოეწყო საინფორმაციო ტური, რომელშიც რეგიონის ხელმძღვანელი პირები, ტურისტული კომპანიები, დამოუკიდებელი გიდები და მედია-ორგანიზაციის წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას. ტურის ფარგლებში ვიზიტორებმა დმანისის მუზეუმ-ნაკრძალი და ნაქალაქარი დათვალიერეს. საინფორმაციო ტურის მიზანს წარმოადგენდა, ქვემო ქართლში არსებული, მრავალმხრივი და მრავალფეროვანი ტურისტული პოტენციალის წარმოჩენა-პოპულარიზაცია და თემით დაინტერესებული

ვრცლად
სამხარეო-საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა ქვემო ქართლშიიმპორტირებული სიახლეები
14 მარტი, 2019

სამხარეო-საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა ქვემო ქართლში

14 მარტს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, სამხარეო-საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. მხარისა და ადგილობრივი თვითმმართველობების ხელმძღვანელმა პირებმა, რეგიონის განვითარების სტრატეგიის 2019-21 წლის სამოქმედო გეგმაში განსახორციელებელი ცვლილებები განიხილეს და დაგეგმილი პრიორიტეტული პროექტების შესახებ იმჯელეს. საუბარი შეეხო, 2019 წელს, რუსთავში, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით, დამატებით, განსახორციელებელ პროექტებს, რომლის ფარგლებშიც საგზ

ვრცლად
მერიის ორგანიზებით დმანისში დასუფთავების აქცია გაიმართაიმპორტირებული სიახლეები
14 მარტი, 2019

მერიის ორგანიზებით დმანისში დასუფთავების აქცია გაიმართა

მიმდინარე წლის 14 მარტს, დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების აქცია გაიმართა, რომელიც მოიცავდა ქალაქ დმანისის საავტომობილო გზის ცენტრალურ და მიმდებარე ქუჩებს, ასევე მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებს. აქციაში მონაწილეობდნენ დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოს, ა(აიპ) - იებისა და საჯარო სკოლების თანამშრომლები, არასამთავრობო ორგანიზაციები:

ვრცლად
სამუშაო შეხვედრა  ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებთან.იმპორტირებული სიახლეები
13 მარტი, 2019

სამუშაო შეხვედრა ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებთან.

ამ წუთებში, დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში, მიმდინარეობს სამუშაო შეხვდერა ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებთან. შეხვედრას უძღვება დმანისის მუნიციპალიტეტის მერი, გიორგი ტატუაშვილი.

ვრცლად