dmanisi.mun@dmanisi.gov.ge(0360) 22 24 64
დმანისის მუნიციპალიტეტი
მუნიციპალიტეტის სიახლეები

სიახლეები

მთავარი/სიახლეები
მერია და მუნიციპალიტეტი

დმანისის მუნიციპალიტეტის მიმდინარე პროექტები, საზოგადოებრივი ღონისძიებები, სოციალური, კულტურული და ინფრასტრუქტურული სიახლეები.

1,565 სიახლეები93 / 131
სამუშაო შეხვედრა დმანისის მუნიციპალიტეტის მერიაშიიმპორტირებული სიახლეები
12 სექტემბერი, 2018

სამუშაო შეხვედრა დმანისის მუნიციპალიტეტის მერიაში

დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში მიმდინარეობს სამუშაო შეხვედრა დმანისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლებსა და სტრუქტურული ერთეული ხელმძღვანელებთან. შეხვედრას უძღვება დმანისის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ტატუაშვილი.

ვრცლად
სახალხო დამცველის აპარატის საინფორმაციო შეხვედრა სოფ. ამამლოში.იმპორტირებული სიახლეები
11 სექტემბერი, 2018

სახალხო დამცველის აპარატის საინფორმაციო შეხვედრა სოფ. ამამლოში.

სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგელის ვიზიტის ფარგლებში ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა სოფელ ამამლოში მცხოვრებ ქალებთან. გამართულ შეხვედრაში აქტიური მონაწილეობა მიიღო დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ტატუაშვილმა . შეხვედრაზე საუბარი შეეხებოდა ნაადრევ ქორწინებასა და ოჯახში ძალადობას.

ვრცლად
სახალხო დამცველის აპარატის საინფორმაციო შეხვედრაიმპორტირებული სიახლეები
11 სექტემბერი, 2018

სახალხო დამცველის აპარატის საინფორმაციო შეხვედრა

მიმდინარე წლის 11 სექტემბერს,დმანისის მუნიციპალიტეტში სახალხო დამცველის გენდერის რეგიონულმა წარმომადგენელმა ქვემო ქართლში მარიამ გვიდიანმა სამუშაო შეხვედრა გამართა . შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ტატუაშვილმა,დმანისის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებმა. შეხვედრა ორგანიზებული იყო დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის,ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის ხელმძღვანელის მეგი ედიბერიძის მიერ. შეხვედრაში აქტიურად იყო ჩართული დმანისის მუნიციპალ

ვრცლად
სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა 2018 წლის  საშემოდგომო გაწვევა დაიწყოიმპორტირებული სიახლეები
6 სექტემბერი, 2018

სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა 2018 წლის საშემოდგომო გაწვევა დაიწყო

სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა 2018 წლის საშემოდგომო გაწვევა დაიწყო ! მოქალაქეთა 2018 წლის საშემოდგომო გაწვევა გახორციელდება 2018 წლის 13 აგვისტოდან 2018 წლის 29 დეკემრამდე. სავალდებულო სამხედრო გაწვევა ჩატარდება ეტაპობრივად. მიმდინარე წლის,6 სექტემბერს,დმანისის მუნიციპალიტეტში ჩატარდა სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა 2018 წლის საშემოდგომო გაწვევის მეორე ეტაპი. ადგილზე იმყოფებოდა  დმანისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე არიფ სულეიმანოვი,რომელმაც მათ წარმატეტები უსურვა.!

ვრცლად
საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო წელი დაიწყო.იმპორტირებული სიახლეები
3 სექტემბერი, 2018

საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო წელი დაიწყო.

3 სექტემბერს,დმანისის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სააღმზრდელო წელი დაიწყო. ➡️დმანისის მუნიციპელიტეტის ნომერ პირველ საბავშო ბაღში, ბავშვებსა და პედაგოგიურ კოლექტივს სასწავლო პროცესის დაწყება მიულოცა დმანისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ არიფ სულეიმანოვმა.

ვრცლად
გუბერნიაში საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართაიმპორტირებული სიახლეები
31 აგვისტო, 2018

გუბერნიაში საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა

31 აგვისტოს, ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი, შოთა რეხვიაშვილი უძღვებოდა. მხარის გუბერნატორმა, მუნიციპალიტეტებში მიმდინარე პროექტების ხარისხზე გაამახვილა ყურადღება და საბჭოს წევრებთან ერთად, დეტალურად, განიხილა საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსებული 2017-2018 წლის ინფრასტრუქტურული სამუშაოები. სხდომის მიმდინარეობისას, მხარისა და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელმა პირებ

ვრცლად
დმანისში, ღია ცის ქვეშ, დავით ალადაშვილის და მაგთის მუსიკალური პროექტის „პიანინო“-ს ფარგლებში კონცერტი გაიმართაიმპორტირებული სიახლეები
30 აგვისტო, 2018

დმანისში, ღია ცის ქვეშ, დავით ალადაშვილის და მაგთის მუსიკალური პროექტის „პიანინო“-ს ფარგლებში კონცერტი გაიმართა

კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციის მიზნით, ჯულიარდის კონსერვატორიის კურსდამთავრებულის, ცნობილი ახალგაზრდა პიანისტის დავით ალადაშვილის და “მაგთის“ მუსიკალური პროექტის ფარგლებში კონცერტები საქართველოს სხვადასხვა ქალაქში გაიმართება. 30 აგვისტოს დმანისის მუნიციპალიტეტში, ღია ცის ქვეშ, დავით ალადაშვილმა მსმენელს ცნობილი კლასიკური მუსიკის შემსრულებლების ნაწარმოებები შესთავაზა.

ვრცლად
ტურიზმის განვითარების ჯგუფის სამუშაო შეხვედრაიმპორტირებული სიახლეები
24 აგვისტო, 2018

ტურიზმის განვითარების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა

მიმდინარე წლის 23 აგვისტოს,დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში,ჩატარდა სხდომა დმანისის ტურისტული პოტენციალის განვითარების თაობაზე. პრეზენტაციის დროს,საუბარი შეეხებოდა დმანისში არსებულ კულტურულ და ბუნების მემკვიდრეობის ძეგლებს,  ტურისტული პოტენციალის განვითარებას,შესაბამისის ინფრასტრუქტურის მოწყობასა და  ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის შექმას.

ვრცლად
უმთვალყურეოდ დარჩენილი ძაღლების თავშესაფარში გადაყვანაიმპორტირებული სიახლეები
24 აგვისტო, 2018

უმთვალყურეოდ დარჩენილი ძაღლების თავშესაფარში გადაყვანა

დმანისის მუნიციპალიტეტის მერია იწყებს აქტიურ სამუშაოებს,დმანისის  ტერიტორიაზე უმეთვალყურეოდ დარჩენილი ძაღლების თავშესაფარში გადაყვანის თაობაზე. 24 აგვისტოს,ჯგუფის მიერ განხორციელდა პირველი გასვლითი რეიდი,რის შედეგადაც მოხდა უმთვალყურეოდ დარჩენილი ძაღლების თავშესაფარში გადაყვანა. აღნიშნული აქტივობა ეტაპობრივად  მოიცავს ქალაქ  დმანისის მთელ ტერიტორიას 

ვრცლად
გუბერნატორის წარდგენა ქვემო ქართლში.იმპორტირებული სიახლეები
23 აგვისტო, 2018

გუბერნატორის წარდგენა ქვემო ქართლში.

მიმდინარე წლის 22 აგვისტოს, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული განვითარების სამსახურის უფროსმა, სოზარ სუბარმა, ქვემო ქართლის გუბერნატორი, შოთა რეხვიაშვილი მუნიციპალიტეტების მერებს, საკრებულოს თავმჯდომარეებსა და საქართველოს პარლამენტში მხარის მაჟორიტარ დეპუტატებს წარუდგინა. შეხვედრას ესწრებოდა დმანისის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ტატუაშვილი

ვრცლად
სამუშაო შეხვედრა ტურიზმის განვითარების საკითხებზეიმპორტირებული სიახლეები
20 აგვისტო, 2018

სამუშაო შეხვედრა ტურიზმის განვითარების საკითხებზე

16 აგვისტოს,,დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში,დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ტატუაშვილმა, ჩაატარა სამუშაო შეხვედრა დმანისის ტურიზმის განვითარებისათვის მომუშავე ჯგუფთან.

ვრცლად