დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი

  დმანისის მუნიციპალიტეტი მდიდარია წყლის რესურსებით. მუნიციპალიტეტში 2 მდინარე ჩამოედინება, რომლებსაც 6 შენაკადი აქვს. გარდა მდინარეებისა, მუნიციპალიტეტში არის 4 წყალსაცავი, 2 ბუნებრივი ტბა და 6 გუბურა. გამოყენება შესაძლებელია მეთევზეობის , სატბორე და სამოყვარულო მეურნეობების განვითარებისათვის.

ვრცლად

მუნიციპალიტეტში არსებული 23 936 ჰა ტყის ფართობიდან, 5 500 ჰა ფიჭვს უკავია, 20 ჰა - კაკალს, საფარლოში 0,5 ჰა-ზე წაბლის ხეებია, გომარეთში 5 ჰა-ზე მოცვის ბუჩქები. ტყეებში ყველაძე მაღალი მაჩვენებლით წიფლი ხეები გამოირჩევა, მას მოსდევს რცხილა, ხოლო შედარებით ნაკლები რაოდენობითაა იფნი, მუხის და სხვა ხეები. მრავლადაა ასკილი და სხვადასხვა კენკროვანი მცენარე. ტყის რესურსებს ძირითადად შესის დასამზადებლად იყენებენ, რადგან წლების მანძილზე მუნიციპალიტეტის მოსახლეობის გათბობის ერთ-ერთი ძირითადი საშუალება შეშაა. გარდა აღნიშნულისა, ტყეებს რეკრეაციული დანიშნულება აქვს. მინიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებობს როგორც ბუნებრივი, ასევე, გაშენებული ტყეები. ერთ-ერთი ასეთია პანტიანის ტბის გარშემო გაშენებული ტყე, რომელიც მთელი ზაფხულის განმავლობაში დამსვენებელთა სიმრავლით გამოირჩევა.

23 იანვარი, კვირა, 2011 წელი

ვრცლად

მუნიციპალიტეტში, სოფ. კიროვისის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებობს 2 400 000 მ/კ გრანიტი. აგრეთვე არის წარმოებისათვის საკმარისი რაოდენობის სამშენებლო მასალა: ქვიშა, პემზა, მოსაპირკეთებელი მასალები: ბაზალტი, ყვითელი და მწვანე ტუფი, გრანიტი. მათი მოპოვება და დამუშავება მე-20 საუკუნის 80-იან წლებში ხდებოდა. აღინიშნება ოქროს შემცველი საბადოები და დიდი რაოდენობის ტორფის საბადოები, რომლის გამოყენება შესაძლებელია სოფლის მეურნეობაში ნიადაგის გასანოყიერებლად. მუნიციპალიტეტი მდიდარია როგორც სასმელი, ასევე სამკურნალო წყლებით.ტყესა და მთის ალპურ ზონაში მრავლადაა სააფთიაქო - სამკურნალო ბალახი.

23 იანვარი, კვირა, 2011 წელი

ვრცლად

დმანისის მუნიციპალიტეტში ჰავა ზომიერად ნოტიოა, ცივი ზამთარით და თბილი ზაფხულით, იანვარში ჰაერის საშუალო ტემპერატურაა - -10,-20 გრადუსი ცელსიუსი, აბსოლუტური მინიმალური ტემპერატურა -15-20 გრადუსი ცელსიუსია, ზოგჯერ -40 გრადუსამდე ეცემა მთებში. თოვლის საფარის ხანგრძლივობა 2-5 თვემდე გრძელდება, ნიადაგის გაყინვა, საშუალოდ 20-30 სმ-ზე აღინიშნება. ზაფხულის აბსოლუტური ტემპერატურა +30 გრადუს ცელსიუსს აღწევს (აღმოსავლეთ ნაწილში). ივლისის საშუალო ტემპერატურაა + 15 - + 25 გრადუსი ცელსიუსი. ამ ტერიტორიის განსაკუთრებული მახასიათებელი არის გვალვა. გვალვიანი დღეების საერთო რაოდენობა 65-ს აღწევს. ზაფხულის საშუალო ტემპერატურაა თვეში +16 გრადუსი ცელსიუსი. ნალექების რაოდენობა წელიწადში 650-800 მმ-ს შეადგენს. ნალექების მაქსიმალური რაოდენობა მაისის თვეში მოდის, მინიმალური - დეკემბერში. ზაფხულის თვეებში ხშირია კოკისპირული წვიმა და ელჭექი, რომელსაც ხშირად თან ახლავს სეტყვა.

23 იანვარი, კვირა, 2011 წელი

ვრცლად

დმანისის მუნიციპალიტეტში ძირითადად მძიმე შავმიწა ნიადაგებია, ასევე , მუქი ყავისფერი და ნეშომპალა კარბონატული მიწა. ნიადაგი მდიდარია მაგნიუმით და კალციუმით, უმნიშვნელო რაოდენობით შეიცავს ნატრიუმსა და კალიუმს. ყოველივე ეს იძლევა იმის საშუალებას, რომ იწარმოოს მაღალი კვებითი ღირებულების , ეკოლოგიურად სუფთა სოფლი მეურნეობის ისეთი პროდუქტები, როგორიცაა: კარტოფილი სტაფილო, ჭარხალი, კომბოსტო, ლობიო, სიმინდი , ხორბალი და სხვა. ბენებრივი სათიბები და საძოვრები ალპურ და სუბალპურ ზონებში მდებარეობს. ეს ერთ-ერთი მყარი წინაპირობაა მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისა და მეცხვარეობის განვითარებისათვის.

23 იანვარი, კვირა, 2011 წელი

ვრცლად
 

    2024 მარტი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    123
    45678910
    11121314151617
    18192021222324
    25262728293031
     
    სიახლეები