ა(ა)იპ ,,დმანისის მხარდაჭერის სახლში“ საშემოდგომო ღონისძიება გაიმართა
მიმდინარე წლის დასაწყისში ა(ა)იპ ,,დმანისის მხარდაჭერის სახლში“ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით CENN-ის პროექტით დაიწყო ახალი სოციალური სერვისი
,,თაობებს შორის ტექნოლოგიური ხიდი“, რომლის ფარგლებშიც მიმდინარეობს მოზარდი თაობის და ახალგაზრდების ცოდნის გაღრმავება და ტექნოლოგიური უნარ-ჩვევების გაძლიერება.
დღეს, ცენტრში საშემოდგომო ღონისძიებაზე ორი თაობა მოწვეული სტუმრების წინაშე წარსდგა თეატრალური სპექტალით ,,ფიფქია და შვიდი ჯუჯა“.
საშემოდგომო ღონისძიების დასრულების შემდგომ, მოზარდები ჩაერთვნენ სასწავლო ტრეინინგში, რომლის ფარგლებში გადიან ,,კოდინგის“ კურსს და თითოეული მათგანი სასწავლო პროცესს ეკიდება გულისხმიერებით და პასუხისმგებლობით.