ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ხარაბაძე, დმანისის მუნიციპალიტეტის მერიაში, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმს სახელმწიფო რწმუნებულს მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები გააცნო.
ლევან ხარაბაძემ სამხარეო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის სამსახურების მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
შეხვედრას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები ილია ჯალაღანია, ნიკა კობახიძე, დმანისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები, საკრებულოს თავმჯდომარე პაატა ყულიაშვილი საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.